დაზოგე & მოიგე მეტი
ვინ ვართ?

კომპანიის დაარსებამდე,  ქვეყანაში საბითუმო ვაჭრობას არაორგანიზებული  და ქაოსური სახე ქონდა. ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებდა დარგის განვითარებაზე.  მეწარმეებს და იმპორტიორებს უჭირდათ პროდუქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლა და საბოლოო მომხმარებლამდე მიტანა. რეალიზაციის ძირითადი არეალი შემოიფარგლებოდა დედაქალაქით, რაც თავისთავად აისახებოდა და პროდუქტის საფასო პოლიტიკის ფორმირებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში. თავისთავად გაჩნდა საბითუმო ვაჭრობის ლეგალიზების, ორგანიზების და საფასო პოლიტიკის დარეგულირების  საჭიროება, რამაც საფუძველი ჩაუყარა კომპანიის დაფუძნებას. დამფუძნებლების 20 წლიანი გამოცდილებაამ იმპორტში, ვაჭრობასა და დისტრიბუციაში, არსებული სიტუაციის გაანალიზებამ და მონდომებამ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილიყო ცივილური და ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი სულ მალე გამოიღო შედეგი და 2010 წელს დაარსდა კომპანია  ჯიბე ქეშ&ქერი. მალევე მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია საბითუმო ვაჭრობის სფეროში, შესაძლებელი გახდა წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლა და შესაბამისად მომხმარებელს გაუჩნდა საშუალება შუამავალი რგოლების გარეშე საქონლის შესყიდვისა. კომპანიის ზრდასთან ერთად მატულობდა მოთხოვნა და საჭირო გახდა თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების დანერგვა.

ჯიბე" ქეშ&ქერი არის საქართველოში პირველი და ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი, რომელიც ემსახურება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე საცალო მომხმარებლებს.

ჯიბე ქეშ&ქერი წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, 13 ფილიალით და ყოველწლიურად ფართოვდება.
 

ჯიბე ქეშ & ქერი ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტებზე და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საბითუმო ვაჭრობის კულტურის დანერგვაზე. ქსელის განვითარება დაგეგმილი სტრატეგიისა და მიზნის შესაბამისად ხორციელდება. 

 დღეს კომპანიასთან სტაბილურად თანამშრომლობს 250 მომწოდებელი კომპანია, 7000 დასახელების სხვადასხვა პროდუქტით; 

Noozly მაკარონი