1. F.A.Q

ჯიბე ქეშ & ქერი პირველი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელია საქართველოში. ესაა სივრცე ბიზნესისთვის, მასშტაბური საყიდლების პროცესის გასამარტივებლად და კომფორტულად წარსამართად. ჯიბე ქეშ & ქერი უკვე ელექტრონულადაცაა ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანს სთავაზობს

ჯიბეს ვებგვერდსა და აპლიკაციაზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია. ვებგვერდის შემთხვევაში, დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ავატარს, შემდეგ კი მიჰყევით რეგისტრაციის ინსტრუქციას. მობილურით სარგებლობისას კი გადმოწერეთ Android/iOS აპლიკაცია და სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გაივლით რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ჯიბეს ვებგვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული პროდუქტები, აარჩიოთ ისინი და დაამატოთ კალათაში, ხოლო შეკვეთის დადასტურებისა და თანხის გადახდის მომენტში ავტორიზაციის გავლა აუცილებელია.

რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ვებგვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს შეტყობინებები შეკვეთის შესრულების შესახებ, დაიმახსოვროს და გაიმეორეს შეკვეთა ნებისმიერ დროს, შეაფასოს და შენიშვნები გაუგზავნოს კომპანიის მენეჯმენტს მომსახურებაზე, მიიღოს მონაწილეობა ფასდაკლებებსა და აქციებში.

მოძებნეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ჯიბეს კატეგორიებში ან ძებნის ველში, მარტივად დაამატეთ სასურველი რაოდენობის პროდუქტები კალათაში, დააჭირეთ „შეკვეთის განთავსების“ ღილაკს, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ კალათაში არსებული პროდუქცია, მიუთითეთ მიტანის დრო და გადახდის მეთოდი. სხვა ყველაფერზე ჯიბეს გუნდი იზრუნებს.

შეკვეთის განთავსება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს. ჯიბე შეკვეთის მიწოდების ორ სერვისს გთავაზობთ - როგორც დაგეგმილ დროს (სამუშაო საათებში) , ასევე დაჩქარებულ ექსპრეს მიტანას.

ექსპრეს მიტანის შემხვევაში პროდუქციას მითითებულ მისამართზე შეკვეთის გაფორმებიდან არაუგვიანეს 4სთ- განმავლობაში მიიღებთ. ხოლო კონკრეტული დროის დაგეგმილად არჩევისას, შეკვეთას დღის საათებში მითითებულ დროს მიიღებთ (მაქსიმუმ 15 წუთის გადაცდომით).

დიახ, ჯიბე პროდუქციას როგორც თქვენს სასაწყობე ფართამდე ასევე სახლის კარამდე მოგიტანთ.

თქვენი პროდუქციის საწყობამდე მოტანაზე ჯიბეს გადამზადებული კურიერები ზრუნავენ, ყველა საჭირო სანიტარული სტანდარტის და ჰიგიენური ნორმის დაცვით.

ჯიბეს ვებგვერდზე შესაძლებელია მინიმუმ 300 ლარის ღირებულების შეკვეთის გაფორმება. ამ შემთხვევაში მიტანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:1000 ₾ მდე შეკვეთის მიტანის ღირებულებაა სრული ღირებულების 6%,; 1000₾-ს ზემოთ 5%-; ხოლო 5000₾ ზე მეტი შენაძენისის კი 4%.

ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფლება უპირველესია, ამიტომ აპლიკაციასა და ვებგვერდზე არსებული შეფასების ველის გამოყენებით დაგვიტოვეთ კომენტარი საქონლის ხარისხზე, კურიერის ქცევასა თუ სრულ მომსახურებაზე. ჯიბეს გუნდი სწრაფად გადაჭრის ყველა პრობლემას. თუ მიიღებთ ისეთ პროდუქციას, რომელიც არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას, ჯიბე შეგიცვლით და/ან აგინაზღაურებთ თანხას.

საქონლის მიწოდება თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობებიდან და ჯიბეს ფიზიკური ფილიალებიდან ხდება, რომლებიც მთელი საქართველოს გარშემოა განლაგებული. საწყობებსა და ფილიალებში დაცულია ყველა სანიტარული, ჰიგიენური და სამედიცინო ნორმა და მოთხოვნა.

ანგარიშსწორება ხდება, როგორც ელექტრონული საგადახდო სისტემის გამოყენებით (აპლიკაციაში ბარათით გადახდით)

ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ გადაიხადოთ ვიზა/მასტერქარდ ბარათებით.

დიახ, აპლიკაციასა და ვებგვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ბარათი შემდგომი გადახდების გამარტივების მიზნით, რომელიც განთავსდება ბანკის დაცულ სერვერზე და ამ ინფორმაციაზე კომპანია ჯიბე ქეშ & ქერის წვდომა არ ექნება.

შეკვეთის მინიმალური ღირებულება 300 ლარია.

თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციაში და საიტზე არსებულ შესაბამის ველში მოგვწეროთ, თუ რომელი პროდუქციის დამატებას ისურვებით ჩვენს ონლაინ სუპერმარკეტში და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ჯიბეს ვებგვერდსა და აპლიკაციაში მალე იხილოთ.

ანგარიშის გასაუქმებლად, აუცილებელია შეხვიდეთ პროფილში არსებულ მხარდაჭერის სექციაში და მოგვწეროთ თქვენი ანგარიშის გაუქმების შესახებ მოთხოვნა. მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათში თქვენი ანგარიში ჯიბეს ვებგვერდსა და აპლიკაციაში გაუქმდება.

 Jibe logo
footer.main_text

footer.about_us

footer.faq
footer.contact
032 219 57 57
info@jibe.ge