წინამდებარე ვებ-გვერდისა და აპლიკაციების (შემდგომში ჯიბე) გამოყენება რეგულირდება შპს ჯიბეს (ს/კ 206335223, მისამართი: ქ. თბილისი,თორნიკე ერისთავის ჩიხი N9) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს ჯიბეს გამოყენების პირობებს. ვებ-გვერდზე/აპლიკაციებზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „ჯიბეს" მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. ჯიბეში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით შპს „ჯიბეს“ შებოჭვის საფუძველს. ჯიბეში გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ.